ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ ᲔᲙᲠᲐᲜᲘ

Playbook TV — აპლიკაცია მაგიდის ტელევიზორისთვის. როცა მაგიდა თავისუფალია, ეკრანი დაბლოკილია და სტუმარს ფასებს და მიმდინარე აქციებს აჩვენებს. მოლარე სესიას რთავს — ეკრანი თავისით იხსნება; დრო რომ ამოიწურება — ისევ იბლოკება.

APK-ს ჩამოტვირთვა

Android TV · Google TV · Fire Stick · Android 5.0+ · 350 KB

ღილაკი არაფერს აკეთებს? შესაძლოა ტელევიზორი Android-ზე არ მუშაობს (Samsung, LG, Hisense VIDAA). ასეთ ტელევიზორს Fire TV Stick ან Google TV Streamer სჭირდება.

TV-ის ბრაუზერში ან Fire Stick-ის Downloader აპში შეიყვანე: playbook.ge/tv.apk

Playbook TV-ის ეკრანი: მაგიდა თავისუფალია და ფასები ჯოისტიკების მიხედვით

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲐᲧᲔᲜᲝ

  1. 1დააინსტალირე აპიTV-ის ბრაუზერში (Fire Stick-ზე — Downloader აპში) აკრიფე playbook.ge/tv.apk და დაეთანხმე ინსტალაციას. TV ჰკითხავს, მისცეს თუ არა ბრაუზერს აპის დაყენების უფლება — დაეთანხმე.
  2. 2მიეცი ნებართვა Playbook TV-სგახსენი Playbook TV და დააჭირე „პარამეტრების გახსნა“. სიაში იპოვე Playbook TV და ჩართე „სხვა აპების ზემოთ ჩვენება“ (Display over other apps), შემდეგ დაბრუნდი უკან. ამის გარეშე აპი ეკრანს ვერ დაბლოკავს.
  3. 3შეიყვანე კოდი დაფაზეეკრანზე გამოჩნდება 6-სიმბოლოიანი კოდი. platform.playbook.ge → დარბაზი → „TV-ს დაკავშირება“ სასურველი მაგიდის გვერდით. მწვანე წერტილი ნიშნავს — დაკავშირებულია.

TV ჩართვისას აპი თავისით იწყება და სერვერს ხელახლა უკავშირდება — ხელით გახსნა აღარ სჭირდება.

დარბაზის გახსნა