ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

Playbook.ge საქართველოს გეიმინგ ლაუნჯებს ერთ ადგილას აერთიანებს — მოთამაშეებს ადგილის პოვნასა და დაჯავშნაში ვეხმარებით, ლაუნჯებს კი — ყოველდღიური საქმის მარტივად მართვაში.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲨᲔᲕᲥᲛᲔᲜᲘᲗ Playbook

თამაშის მსურველს თავისუფალი მაგიდის გასაგებად ლაუნჯში დარეკვა ან უბრალოდ მისვლა უწევდა — და ხშირად ყველაფერი დაკავებული ხვდებოდა.

ლაუნჯებში კი დრო ქაღალდზე ან ტელეფონის ტაიმერით ითვლებოდა, ბარის გაყიდვები ცალკე იწერებოდა, შემოსავლის ზუსტი სურათი კი დღის ბოლოს არავინ იცოდა.

Playbook ორივე პრობლემას ერთად წყვეტს: მოთამაშე ხედავს, სად არის თავისუფალი ადგილი, ლაუნჯი კი ყველაფერს ერთი ეკრანიდან მართავს.

ᲠᲐᲡ ᲕᲐᲙᲔᲗᲔᲑᲗ

playbook.ge

ᲛᲝᲗᲐᲛᲐᲨᲔᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  • ყველა გეიმინგ ლაუნჯი ერთ რუკასა და სიაში
  • თავისუფალი მაგიდები რეალურ დროში
  • ფასები, აქციები და თამაშები ერთ ადგილას
  • ჯავშანი ტელეფონის ნომრით — რეგისტრაციის გარეშე
იპოვე ლაუნჯი

platform.playbook.ge

ᲚᲐᲣᲜᲯᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  • სალაროს დაფა ცოცხალი ტაიმერებით
  • ბარი, გადახდები და აქციები ერთ ჩეკში
  • ონლაინ ჯავშნები პირდაპირ განრიგში
  • შემოსავალი და სტატისტიკა ნებისმიერი მოწყობილობიდან
დაიწყე უფასოდ

ᲜᲐᲮᲔ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ

Playbook ᲛᲝᲗᲐᲛᲐᲨᲔᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ლაუნჯის პოვნა და მაგიდის დაჯავშნა

ᲞᲚᲐᲢᲤᲝᲠᲛᲐ ᲚᲐᲣᲜᲯᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი ახალი მფლობელისთვის · 4 წთ

ᲒᲐᲥᲕᲡ ᲙᲘᲗᲮᲕᲐ?

მოგვწერე ან დაგვირეკე — სიამოვნებით დაგეხმარებით.

კონტაქტი