ᲛᲐᲠᲗᲔ ᲚᲐᲣᲜᲯᲘᲔᲠᲗᲘ ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲓᲐᲜ.
სალარო, ჯავშნები, ფასები, ბარი, ფინანსები და TV ეკრანები — ერთ პლატფორმაში. კომპიუტერზე, პლანშეტზე და ტელეფონზე.
პირველი თვე უფასოდ · ბარათი არ სჭირდება
ნახე, როგორ მუშაობს
სრული ვიდეო-გზამკვლევი პლატფორმაზე, ქართულად.
სალაროს დაფა
ყველა მაგიდა ერთ ეკრანზე: ვინ თამაშობს, რამდენი დრო დარჩა და რამდენი გადასახდელია.
- სესიის დაწყება ერთი შეხებით — ფიქსირებული დროით ან მიმდინარე
- ფასი ჯოისტიკების რაოდენობის მიხედვით, სესიის გადატანა სხვა მაგიდაზე
- ბარის შეკვეთები პირდაპირ მაგიდის ანგარიშზე, გადახდა ნაღდით ან ბარათით
- მუშაობს ინტერნეტის გათიშვისასაც — ყველაფერი შემდეგ თავისით სინქრონდება
ონლაინ ჯავშნები და განრიგი
მოთამაშეები playbook.ge-ზე პირდაპირ შენთან ჯავშნიან — მათთვის და შენთვის უფასოდ.
- ლაუნჯის გვერდი და პინი რუკაზე playbook.ge-ზე
- ახალი ჯავშნის შეტყობინება ხმით და ტელეფონზე
- განრიგი: დღის ყველა ჯავშანი და სესია ერთ ხაზზე
- მოლარეს შეუძლია ჯავშნის დამატება ადგილზეც
ფასები
ფასი საათის და ჯოისტიკების მიხედვით — ზუსტად ისე, როგორც შენ მუშაობ.
- სხვადასხვა ფასი დღის სხვადასხვა მონაკვეთში
- ცალკე ფასი 1, 2, 3 და 4 ჯოისტიკზე
- ცალკე ფასი კონკრეტულ მაგიდაზე (მაგ. VIP ოთახი)
- მინიმალური ფასი ერთ ვიზიტზე
აქციები
აქციები, რომლებიც თავისით ითვლება — მოლარეს არაფრის დათვლა არ უწევს.
- 1+1, 2+1 — საჩუქარი საათი
- პროცენტული ფასდაკლება დროზე
- დღეები, საათები და კონკრეტული მაგიდები
- აქცია ჩანს playbook.ge-ზე და TV ეკრანზე
ბარი და მარაგი
მენიუ, მარაგი, მიწოდებები და ხარჯები — ყველაფერი ერთ ადგილას.
- გაყიდვა ცალკე ან მაგიდის ანგარიშზე
- მარაგის კონტროლი და გაფრთხილება, როცა რამე მთავრდება
- მიწოდებებისა და ხარჯების აღრიცხვა
- თვითღირებულება და მოგება თითო პროდუქტზე
ფინანსები
ყოველი ლარი ჩანს — დღის ბოლოს გამოსაცნობი აღარაფერია.
- შემოსავალი დროზე და ბარზე ცალ-ცალკე
- სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ნებისმიერ მომენტში
- დროის კორექცია: მოლარეს აქვს ლიმიტი, მეტზე მფლობელი ადასტურებს
- ჩანაწერების შესწორება და Excel-ში ექსპორტი
სტატისტიკა
როგორ მიდის საქმე — დღეში, კვირაში და თვეში.
- შემოსავალი, სესიები და ბარის გაყიდვები
- მაგიდების დატვირთვა
- ონლაინ ჯავშნები playbook.ge-დან
- დღის ჯავშნების სია
დარბაზი და Playbook TV
დარბაზის რუკა და ტელევიზორი, რომელიც სესიის გარეშე თავისით იბლოკება.
- მაგიდების განლაგება გადათრევით — იგივე რუკა მოლარის დაფაზე
- TV აჩვენებს ფასებს და აქციებს, სესიის დაწყებისას თავისით იხსნება
- გაფრთხილება 10 და 5 წუთით ადრე, ბლოკისას ხმა ითიშება
- ბლოკის ჩართვა/გამორთვა მოლარის დაფიდან
და კიდევ
- თანამშრომლებიმოლარეების ანგარიშები და სამუშაო გრაფიკი
- შეფასებებისტუმრების შეფასებები შენს გვერდზე
- გაკვეთილებიყველა გვერდს აქვს ინტერაქტიული გზამკვლევი
- ოფლაინ რეჟიმისალარო მუშაობს ინტერნეტის გარეშეც
- ნებისმიერი მოწყობილობაკომპიუტერი, პლანშეტი, ტელეფონი
- მხარდაჭერადაგვიკავშირდი ნებისმიერ დროს
18 ₾ თვეში თითო მოწყობილობაზე
პირველი თვე სრულად უფასოა. შემდეგ იხდი მხოლოდ იმ მოწყობილობებზე (PS5, PC, VIP ოთახი), რომლებიც თვის განმავლობაში გამოიყენე.
ფასების დეტალები